ძალიან დიდი შეცდომაა – არქიმანდრიტი ილარიონი ივერი მელაშვილის განცხადებაზე

0
93

ბატონი ივერი მელაშვილის განცხადებას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონი ივერი მელაშვილის განცხადება დავით გარეჯზე მისი კიდევ ერთი შეცდომაა, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ განაცხადა.

„ძალიან დიდი შეცდომაა, როცა იმეორებს იმ დანაშაულებრივ ფრაზას და აზრს, რასაც ავითარებენ ეგენი, რომ ეს არაა საქართველოს ტერიტორია. ეს ადგილები, რომელზეცაა საუბარი, საქართველოს ტერიტორიაა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.