ჩინური ვაქცინა SINOPHARM-ი საქართველოშია

0
81

SINOPHARM-ის ჩინური ვაქცინა უკვე საქართველოშია. სამედიცინო ტვირთი ჩინეთიდან, დღეს შემოვიდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც SINOPHARM-ის პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

ქვეყანამ ჩინეთიდან SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო.