ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ – ნიკა მელია

0
94

როცა საუკეთესო გუნდი გყავს, არასდროს უნდა შეგეშინდეს წინსვლის და სიახლის, არასდროს უდნა იფიქრო, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე გამოწვევამ შეიძლება დაგამარცხოს და შენ მას ვერ დაძლევ, – ამის შესახებ პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე, ნიკა მელიამ ახალი გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი. დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი სწორედ ილიას სიტყვებია: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“, რადგან ყველა მწვავე კრიზისს, გამოწვევას და სტაგნაციას აქვს ერთადერთი გამოსავალი-ეს ერთადერთი გამოსავალი არის მოძრაობა. როცა საუკეთესო გუნდი გყავს, არასდროს უნდა შეგეშინდეს წინსვლის და სიახლის, არასდროს უნდა იფიქრო, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე გამოწვევამ შეიძლება, დაგამარცხოს და შენ მას ვერ დაძლევ. მითუმეტეს, როცა შენი მოტივაცია არის ყველაზე სწორი და მიზანი არის ისტორიული-საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს 3 ძირითადი მიმართულება: ეკონომიკა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა.

„ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ აქ და ახლა. დრო უკვე ნამდვილად აღარ ითმენს. ჩვენს ქვეყანას ყველანი ერთად აღმოვჩნდით ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ჯანდაცვის მიმართულებით. ძალიან დასანანია, რომ დიდწილად ეს ყველაფერი განპირობებულია არაეფექტური, არამოტივირებული და ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ორიენტირებული ჩინოვნიკების გამო. ის, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და ვერ და არ გააკეთა, სავსე ენთუზიაზმითა და მაღალი მოტივაციით, ძალიან სწორი და ეფექტური მენეჯმენტით გააკეთეს ახალგაზრდებმა, რომელთა ლიდერი უერთდება ჩვენს ახალ და განახლებულ გუნდს. დარწმუნებული ვარ, სოფო ჯაფარიძის მეთაურობით, რომელიც სათავეში უდგება ჯანდაცვის მიმართულებას, ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ექნება ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იქნება ადამიანსა და მის ჯანმრთელობაზე“ , – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარტიამ “ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ” გუნდის ახალი წევრები წარადგინა. პარტიას შეუერთდნენ: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.