ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

0
54

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება.

საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი.

ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა 1 მილიონამდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი.

საწარმოს გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და „ფარგინ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი რაფალ დანიელ ოლტუშიკი დაესწრნენ.

საწარმო მომავალში გეგმავს სხვადასხვა სპორტული აქსესუარების შეკერვას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას.