„ფეთქებადსაშიში კავკასია: სამხრეთ ოსეთი – თეთრი ლაქა რუკაზე“

0
79

ჩეხურ ყოველკვირეულ ჟურნალ „რეფლექს“-ში («Reflex») გამოქვეყებულია ვრცელი სტატია სათაურით „ფეთქებადსაშიში კავკასია: სამხრეთ ოსეთი – თეთრი ლაქა რუკაზე“ (ავტორი – სარა ოპლეტალოვა). პუბლიკაცია რამდენიმე ქვეთავისაგან შედგება. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:

„თეთრი ლაქა რუკაზე“

სტატიის ამ ნაწილში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთის“ გეოგრაფიული მდებარეობა და  ისტორია ზოგადად: „სამხრეთ ოსეთი სიდიდით ჩვენი, ჩეხური ზლინსკის მხარის ფართობის ტოლია. სახელწოდება მიიღო იქ მცხოვრები ოსების გამო, ქართველებთან ერთად, რომელბიც ამჯამად უმცირესობას წარმოადგენენ. ოსური ენა ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ქართული ენა კი კავკასიურ ჯგუფს. 1991 წელს სამხრეთ ოსეთმა საქართველოსაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ რადგანაც მისი „დამოუკიდებლობა“ არცერთ ქვეყანას არ უღიარება, სამხრეთ ოსეთი იზოლაციაში მოექცა. დღეს იქ ჩასვლა რთულია და ამიტომ კავკასიის ეს ნაწილი დახურული და გარესამყაროსგან მოწყვეტილი რჩება. სამხრეთ ოსეთში თითქოსდა დრო გაჩერდა. რადგანაც ჩვენ არავის არ ვიცნობდით, ვინც სამხრეთ ოსეთში იყო ნამყოფი, დახმარებისთვის რუსულ ტურისტულ სააგენტოს მივმართეთ: ეს პრაქტიკულად ერთადერთი შანსია იმისთვის, რომ ადამიანი სამხრეთ ოსეთში ჩავიდეს“, – წერს ავტორი და აღწერს ვლადიკავკაზისდან როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში შესვლას: „გვირაბტან ახლოს დასახლებაა, რომელიც სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის კადრების შთაბეჭდილებას ტოვებს. იქვე გველოდება ჩვენი ექსკურსიამძღოლი (გიდი), გვარად აბაევი. სანამ მესაზღვრეები დოკუმენტებს აფორმებდნენ, ცვენ ვსაუბრობთ. აბაევი ერთგვარი ნოსტალგიით იხსენებს საქართველოს სემადგენლობაში ყოფნას და ამბობს, რომ მისთვის გარკვეულწილად არასასიამოვნო იყო საქართველოსაგან გამოყოფა. ყოველ შემთხვევაში, მას დამოუკიდებლობა ასე არ ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ვერაფერს ვეღარ შეცვლის – იზოლაციამ გარესამყაროსგან და რუსეთთან დამოკიდებულებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ უკან დახევა უკვე შეუძლებელია.

„ერთი ბოთლი არაყის იმედად“

ავტორი აღწერს ადგილობრივი ოსი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, რომელთა ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მათი უმეტესობა, განსაკუთრებით მამაკაცები, გალოთების პირას დგანან, სიტუაცია გამოუვალია – გაბატონებულია უმუშევრობა…

„სტუმრად მთიელებთან“

გადმოცემულია ედისაში და ერმანში სტუმრობა. „სოფლებში მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, აქაურების ცხოვრება მძიმეა. ბუნება რომანტიკულია, მაგრამ მატყუარა. ყველაფერი ლეთარგიული ძილით არის მოცული“.

„ღრუბლებს ზემოთ“

სოფელ ერმანის ზემოთ ავტომანქანით გადაადგილება უკვე შეუძლებელია. მივდივართ ფეხით, ზურგჩანთამოკიდებულნი. მივაღწიეთ ყელის ტბას… პეიზაჟი თვალწარმტაცია… ვულკანური პლატოსა და ხეობის ფანტასტიკური ხედი“.

„საქართველო და არაღიარებული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი“

ადგილობრივმა ხელუხლებელმა ბუნებამ ჩვენზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. დასანანია, რომ სამხრეთ ოსეთი გარესამყაროსგან იზოლირებულია და მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული. აქ მხოლოდ რუსული პასპორტები მოქმედებს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად საქართველოს მიუკუთვნებიან, თუმცა რეალურად მისი ხელისუფლება  ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს. ორივე რეგიონა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის სემდეგ გამოაცხადა. მოგვიანებით, 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ], მათი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ აღიარა. იმის გამო, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედად არიან (იქ მხოლოდ რუსული ფული ტრიალებს, სახელმწიფო ენა კი, ადგილობრივ ენებთან ერთად, რუსული ენაა გამოცხადებული), საერთაშორისო საზოგადოება მათ ხშირად ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდებს“.