ფაიზერის“ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს – თენგიზ ცერცვაძე

0
122

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას 100%-იანი დაცვა აქვს.

ცერცვაძის თქმით, სხვა კლინიკებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოშიც იქნება ვაქცინაციის პუნქტი.

„ვაქცინის გასაკეთებლად შერჩეულია ისეთი კლინიკები, სადაც არის მსგავსი გართულებების მართვის გამოცდილება, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი კლინიკა იქნება. აქაც იქნება გახსნილი ვაქცინაციის პუნქტი.

პირველი აცრა უკვე იძლევა გარკვეულ იმუნიტეტს, მეორე აცრის შემდეგ კი, ეს იმუნიტეტი მტკიცეა. ამ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს. ასეთ ვაქცინის პირველი პარტია შემოდის საქართველოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.