უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვეს

0
3800

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „ცენზორ ნეტის“ ჟურნალისტი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ფრაქციაში „ხალხის მსახური“ დაბლოკეს.

როგორც „ცენზორ ნეტის“ ჟურნალისტი იტყობინება, ფრაქციაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერი თანამდებობაზე დანიშვნის მხარდასაჭერად 248-დან 140-170-მდე ხმის მოგროვება შეძლეს.

ამასთან, სააგენტოს კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ოფისი აცნობიერებს, რომ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება, ამიტომ ფიქრობს, თუ რა შესთავაზოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მიხეილ სააკაშვილის ოდესაში პარტია „ხალხის მსახურის“ კანდიდატად წარდგენა.

ამას გარდა, ჟურნალისტის ცნობით, განიხილება დავით საყვარელიძის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დანიშვნის იდეა, რომელიც თავად პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის.