უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

0
3136

უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

„ეს სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდა ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას ამის თაობაზე არ აცნობებს“, – წერს გამოცემა.

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში დღეს გამოიკითხებიან. უწყებას კითხვები ორივესთან, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქვს. საქმე ეხება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ ფაქტის მოკვლევის ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. სუსი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა კავშირია სპეცოპერაციასა და გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას შორის.