უკრაინაში კორონავირუსით 1031 ექიმია ინფიცირებული

0
354

უკრაინაში კორონავირუსით 1031 ექიმია ინფიცირებული. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

„საერთო ჯამში დადასტურებულია ინფიცირების 5449 შემთხვევა,ა ქედან 358 არასრულწლოვანი, 1031 კი ექიმია. კორონავირუსით 141 ადამიანი გარდაიცვალა, 347 კი განიკურნა“, – აცხადებს მაქსიმ სტეპანოვი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატება 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე ხალხმრავალ ლიტურგიებს უკავშირდება.

„სამწუხაროდ, ბევრმა არ გაითვალისწინება ჩვენი რეკომენდაციები სახლში დარჩენასთან დაკავშირებით. დაავადების სიმპტომები ინფიცირებიდან 4-5 დღის შემდეგ ჩნდება, ზუსტად ამდენი დღე იყო გასული ბზობის შემდეგ, როდესაც ჩვენთან შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.