უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა – თერჯოლაში კაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა

0
112

თერჯოლაში, სოფელ ღვანკეთში 75 წლამდე ასაკის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ჭაში ჩახტა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც spacesnews-ს მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ კუბლაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით, უცნობია, ეს იყო თვითმკველობა, თუ უბედური შემთხვევა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.