სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა

0
108

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.