სკანდალური ქადაგების გამო, დეკანოზი თადეოზი მონასტერში განაწესეს

0
117

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურ დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ მთავარია, ბავშვები პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია “პარაზიტი” პატარა მოკვდეს.

“ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი საკვირაო ქადაგებისას.

27 იანვარს დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ შეცდომა აღიარა და პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან შენდობა ითხოვა.