საქართველოში კორონავირუსი კიდევ 479 ადამიანს დაუდასტურდა

0
72

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 923 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249 028-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.