საქართველოში კიდევ 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

0
62

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 178-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.