საქართველოს პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს – უილიამ კორტნი

0
126

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, – წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.