საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

0
83

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში უკვე გადასცეს.

დოლუაშვილი ადგილზევე გამოკითხეს და სახლში წაიყვანეს.

პანდემიის გამო დოლუაშვილი 3 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბერშუეთის თავზე ვიყავი სანადიროდ,ძაღლი გამექცა და გავყევი რომ მომეძებნა. დამაკავეს რუსებმა და ჯერ ღრომში ბაზაზე გადამიყვანეს მერე ცხინვალში. საკანში მარტო ვიყავი სხვა ქართველები არ მინახავს. ჯარიმა არ ვიცი ალბათ გადაიხადეს. დღეს იყო სასამართლო და გამომიშვეს“, – განაცხადა დოლუაშვილმა