რუსეთში, საპროტესტო გამოსვლებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

0
83

რუსეთში, საპროტესტო გამოსვლებზე ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. შესაბამის ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის თემებზე მუშაობს.

ოპიზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში ტარდება. საპროტესტო გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების ახლობლების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერის ძმა, ასევე ნავალნის თანაგუნდელი ლიუბოვ სობოლო, რომლებსაც შინაპატიმრობა შეუფარდეს. უფლებადამცველების მონაცემებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ადამიანი ვლადივოსტოკსა და მოსკოვშია დაკავებული.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ქუჩები გადაკეტეს. ასევე დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

რუსი ოპოზიცნერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს.