რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები განახლდა

0
72

რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მასშტაბური აქციები ხაბაროვსკში, ვლადივასტოკში, ტომსკში ირკუტსკსა და ციმბირის სხვა ქალაქებში იმართება. ყველაზე ხალხმრავალი აქცია კი ნოვოსიბირსკში ტარდება.

პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი უკვე დააკავა. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. უსაფრთხოების ზომები მოსკოვში მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დედაქალაქის მერიამ მეტროს 7 სადგური დაკეტა. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. დროებით დაიკეტა სახელმწიფო დაწესებულებები და სავაჭრო ობიექტები.

28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა.