რუსეთმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

0
126

რუსეთმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ დღეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემოწმება ჩატარდება რუსეთის ყველა სამხედრო ოლქში და ასევე, ჩრდილოეთის ფლოტშიც. შემოწმებაში ჩაერთვებიან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის რეგიონები, მათ შორის კურილიის კუნძულები და კამჩატკა.

ჯერ-ჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა საბრძოლო შემოწმების გამოცხადება უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც დღითიდღე სიტუაცია უფროდაუფრო იძაბება. ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.