„რისთვისღაა საჭირო საქართველო ანუ ვინ მოიგებს „ამიერკავკასიული ტრანსსიბის“ ამუშავებით“

0
82

რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“-ში («РИА Новости») გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რისთვისღაა საჭირო საქართველო ანუ ვინ მოიგებს „ამიერკავკასიული ტრანსსიბის“ ამუშავებით“. სტატიაში გაანალიზებული ის ვითარება, რომელიც სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ქსელში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ.

„საქართველოში შეშფოთებულია, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი მის გვერდაქცევით რკინიგზის ამუშავებას გეგმავენ. ერთმა აზერბაიჯანი უნდა დააკავშიროს თავის ანკლავთან – ნახჩივანის ავტონომიასთან სომხეთის ტერიტორიის გავლით, მეორემ – სომხეთი რუსეთთან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. სანამ ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბული სიტუაცია იყო, საქართველო მთავარი ტრანზიტორი ქვეყნის უპირატესობით სარგებლობდა – სწორედ მის ტერიტორიაზე იქნა გაყვანილი სატრანზიტო საავტომობილო გზები და რკინიგზები, აიგო ნავთობ- და გაზსადენები.

როგორი იქნება ამიერიდან საქართველოს მდგომარეობა – დაკარგავს თუ არა თბილისი ამიერკავკასიური ვაჭრობაში მთავარი შუამავლის სტატუსს?

როგორც აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი ამბობს, „ახალი სატრანზიტო გზები სომხეთის გავლით საქართველოს არაფერი არ  მოაკლდება. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენების გაყვანაზე მილიარდობით თანხაა დახარჯული და მათი ექსპლოატაცია სრული დატვირთვით გაგრძელდება. ასევე დიდი პერსპექტივა აქვს „ბაქო-თბილისი-ყარსის’ რკინიგზასაც.

დეპუტატის თქმით, ამიერკავკასიული „ტრანსსიბის“ ამუშავებას, რომელსაც „ნახჩივან-მეგრი-ზანგილანის“ რკინიგზას უწოდებენ (ერთმანეთთან აკავშირებდა ნახჩივანს და ბაქოს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, 1992 წლიდან უმოქმედოა), სამხრეთ კავკასიისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება, მისი სიკეთით ყველა რესპუბლიკა ისარგებლებს.