პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვლიდან დაიწყება და 500 კოვიდგადატანილი პაციენტი შემოწმდება – თენგიზ ცერცვაძე

0
85

პირველი თებერვლიდან გვინდოდა დაწყება, ყველაფერი რჩება ძალაში, თუმცა სამწუხაროდ დაგეგმილი დღეები ზუსტად ვერ სრულდება ხოლმე. ძალიან ბევრი ტექნიკური სიძნელეები იყო დაკავშირებული ტენდერებთან, სხვადასხვა რესურსების მობილიზებასთან და ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ. დაახლოებით, ათ რიცხვში დაიწყება ეს კვლევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე პოსტკოვიდურ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სრული მაშტაბით, 500 ადამიანი იქნება გამოკვლეული სრული პაკეტით, რაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„500 კოვიდგადატანილი შემოწმებული იქნება, როგორც კლინიკურად, ისე ინსტრუმენტულად ყველაფერზე-ფილტვი, გული, თირკმელი, ღვიძლი ტვინი. ყველაფერი იქნება შემოწმებული და ამ 500 ადამიანის კვლევის შედეგად დაიდება შედეგები, რეკომენდაციები, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამით ყველას, ვისაც ექნება პოსტკოვიდური სინდრომი, ექნება საშუალება მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და უფასოდ ჩაიტაროს კვლევა. არც ერთ ქვეყანაში პოსტკოვიდიანებისთვის მომსახურება უფასო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.