პოლიციამ ალექსეი ნავალნის ცოლი გაათავისუფლა

0
64

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსის ცოლი გაათავისუფლებს. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იულია ნავალნაიას ბრალი მიტინგების გამართვის წესების დარღვევის ფაქტზე წაუყენეს. სასამართლო მის საქმეს 1-ელ თებერვალს განიხილავს.

დღეს რუსეთში კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის ნავალნის მეუღლე იულია და ათობით ჟურნალისტი დააკავეს. მომხდარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაგმო.