პიკეტირება და ყველა ის აქტიურობა, რომელიც კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება – ნინო ბურჯანაძე

0
90

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ნურჯანაძის განცხადებით, პიკეტირება გაგრძელდება.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში არასანდოა.

„პიკეტირება და ყველა დანარჩენი აქტიურობა, რომელიც აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებშია, გაგრძელდება, რადგან მათ შორის დღევანდელმა განცხადებებმა ბატონი ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენელების, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ადამიანები არ არიან სანდო მოლაპარაკების პროცესში. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას. ასეთ შემთხვევაში კორექტირება შევა ოპოზიციის გეგმებშიც“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დღეს ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება განახორციელა.