დღეის მდგომარეობით არცერთი თანამშრომლის შემცირება არ მომხდარა- კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი

0
274

2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მცირე ნაწილი 15.1% თვლის, რომ დაქირავებულთა რაოდენობას გაზრდის, ხოლო 28.3% – კლებას ვარაუდობს. კომპანიათა უმეტესობა კი 56.6% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას.

რაც შეეხება ღვინის სექტორს, კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია განმარტავს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ფასების კორექტირება არ იგეგმება, რადგან არსებული საბაზრო პოლიტიკა კომპანიისთვის ამ ეტაპზე სტაბილურობის განცდას ქმნის.

რაც შეეხება თანამშრომლების შენარჩუნების საკითხს, კომპანია მათი რაოდენობის ზრდას გეგმავს, ხოლო წარმოების მოცულობის შემცირება არ იგეგმება.

ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით არცერთი თანამშრომლის შემცირება არ მომხდარა. დღეის მოცემულობით ეს არც იგეგმება და განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად 2021 წელი დაკონტრაქტებულია ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენი პროგნოზით, შვიდიდან 10% – მდე გვექნება ზრდა, რაც თავისთავად გამოიწვევს ამა თუ იმ სეგმენტში ადამიანური რესურსის გაზრდას”,– განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

https://www.facebook.com/badagoni/posts/3916155338415606