ვფიქრობ, ახალი პრემიერ-მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება – თორნიკე შარაშენიძე

0
266

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა,  სწორი ნაბიჯი იყო.

როგორც მან “სფეისნიუსს” განუცხადა, ოცნება შეეცდება, რომ ვადამდელ არჩევნებამდე არ მიიყვანოს საქმე.

,,ვფიქრობ, ჭიდაობა იქნება, ოცნება შეეცდება რომ საქმე ვადამდელამდე არ მიიყვანოს, ოპოზიცია შეეცდება რომ ვადამდელი დანიშნოს. პრემიერისთვის პირადად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რახან წავიდა, ხოლო პოლიტიკური რეალობა როგორი იქნება ოცნებისთვის რა მოგახსენოთ. ოცნებისთვის ბუნებრივია დამაზარალებელია პრემიერის წასვლა. “ქართული ოცნება” თუ გაუძლებს ამ კრიზისს და ვადამდელამდე მივა საქმე, ეს რეალურად გახარიას დამსახურება იქნება, რაც შეეხება ახალ პრემერ-მინისტრს, ვფიქრობ მაია ცქიტიშვილს”,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.