ოპოზიციური ძალები და ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის – მიხეილ სარჯველაძე

0
50

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიცია და ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ იმის მტკიცებით, რომ აღნიშნული ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის.

მისივე თქმით, ორი ადამიანის გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ვერ იქნება.

“როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დიდია მონდომება პირადად ამ ადამიანების მხრიდან და მისი ან მისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ ვითარებას მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რომ ინსინუაციების ან სპეკულაცების შედეგად ამ საქმეზე ჭეშმარიტება იყოს დაფარული საზოგადოებისთვის. საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოვისმინეთ გარდა იმისა რაც სინამდვილის გარკვევას უნდა ემსახურებოდეს, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არც ერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია და ოპოზიციური ძალები და უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის, სრულიად საწინააღმდეგოს ვცდილობთ, რომ ჩვენ ავხსნათ და დავასაბუთოთ მტკიცებულებებით, რომელზეც იყო საუბარი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ბრალდებაც ემაყრებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.

სამწუხაროდ, ამ წუთას არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ან არჩადენის თაობაზე ვისაუბრო, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია და ეს არ უკავშირდება უშუალოდ სამართალწარმოებას და კონკრეტული პირის ბრალეულობას, ის რაც გამოძიების პროცესიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ მონაკვეთთან დაკავშირებით მათ შორის თვითონ ბრალდებულების განმარტება, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა საქართველოსთვის, რომ ის მონაკვეთი რომელზეც ვსაუბრობთ, ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად,”- განაცხადა სარჯველაძემ.