ოკუპირებული აფხაზეთიდან ველით პასუხს, რომ ჩავერთოთ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში- თეა ახვლედიანი

0
107

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ხანძრის კერებზე და საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე.

„ხანძარმა სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივებს და გარემოს. ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდან ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ, სხვადასხვა გზებით მათ შორის ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე, და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ დახმარებისთვის.- აცხადებს თეა ახვლედიანი.