„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ ისანსა და გლდანში იწყებს – მელია

0
386

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის ისანი და გლდანი“,- განაცხადა მელიამ.