მსახიობი კრისტენ სტიუარტი პრინცესა დიანად გარდაიქმნა

0
183

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტუარტი უკვე დამტკიცებულია პრინცესა დიანას როლზე. ფილმის გადაღებები ახლა მიმდინარეობს და მას ჩილელი კინორეჟისორი, პაბლო ლარინი, ინგლისელი სცენარისტის, სტივენ ნაითის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით იღებს.

რამოდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი გაივსო პაპარაცულად გადაღებული ფოტოებით, სადაც კრისტენ სტუარტი პრინცესა დიანასთან განსაკუთრებული მსგავსებით გამოირჩევა.

შეცვლილი კრისტენ სტიუარტი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე პარასკევს, ნაშუადღევს, პირველად ფრანკფურტის სასტუმროში შენიშნეს. სასტუმრო, ფილმში გამოყენებულია როგორც სანდრინგემის სასახლე. ცვლილებისთვის 30 წლის მსახიობმა მოცულობითი თმის ვარცხნილობა და ელეგანტური კრემიანი ბლუზა გამოიყენა. კრისტენს სურათი ღია ფანჯრიდან გადაუღეს, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს მას შავი ჩანთა ოქროს ჯაჭვის სამაჯურით. ხოლო მოგვიანებით ვარსკვლავი ნახეს, როდესაც ის სასტუმრო კრონბერგს – ადრე ფრიდრიხშოფის სასახლეს უწოდებდნენ – ტოვებდა. მას თეთრი ქურთუკი, თავზე ქუდი და სახის ნიღაბი ეკეთა.

როგორც სცენარის ავტორი სტივენ ნაიტი ამბობს, ფილმი მოგვითხრობს საშობაო შაბათ-კვირას 1991 წელს სანდრინგემის მამულში, სადაც პრინცესა დიანამ გადაწყვიტა განქორწინება პრინც ჩარლზთან. ამბობენ, რომ ამბავი უნდა განვითარდეს სამი დღის განმავლობაში. ეს იყო დიანას ერთ-ერთი ბოლო შობა ვინდსორის სახლში, უფრო ზუსტად ის მომენტი, როდესაც უელსის პრინცესა მიხვდა, რომ მას სჭირდება გადახვევა იმ ბილიკიდან, რომელმაც ის დედოფალი გახადა.

”ჩვენ გადავწყვიტეთ მოთხრობა შეგვექმნა პიროვნების შესახებ და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს ქალი , არ იყოს დედოფალი …. ის ქალია, რომელიც ჯერ გააცნობიერებს და შემდეგ გადაწყვეტს იყოს ქალი, როგორიც იყო მანამდე, სანამ ჩარლზს შეხვდებოდა ‘, – თქვა რეჟისორმა.

სასტუმრო კრონბერგი, სადაც სავარაუდოდ მიდის გადაღებები, უცნაურად ჰგავს სანდრინგემის ციხეს. სასტუმრო კრონბერგს, რომელსაც ადრე ფრიდრიხშოფის სასახლეს უწოდებდნენ.

რეჟისორმა განმარტა, რომ ფილმი არ ჩაწვდება დიანას ტრაგიკულ სიკვდილს, მაგრამ ყურადღება გაამახვილდება ჩარლზთან ქორწინებაზე და ბავშვებზე პრინც უილიამისა და პრინც ჰარის სიყვარულზე.

როდესაც ახალმა ამბებმა პირველად გადმოსცეს სტუარტის მთავარ როლზე დამტკიცების შესახებ, Twitter-ი კითხვებით და კომენტარებით შეივსო, მომხმარებლებმა დაწერეს: ”რატომ ხდება ასე არასწორად? …ვერ იპოვნეთ ბრიტანელი მსახიობი?! უამრავი ბრიტანელი მსახიობია, ვინც ამ როლისთვის უკეთესი იქნებოდა”.

ჩილელმა კინორეჟისორმა პაბლო ლარინმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ამერიკელი მსახიობის მხარდასაჭერად და Deadline-ს უთხრა: „ქრისტინე დღეს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია“… მოგვიანებით კი მისმა ახალმა გამოსახულებამ, სადაც ლოს-ანჯელესში დაბადებული ვარსკვლავის წარმოუდგენლი მსგავსებაა პრინცესასთან, კრიტოკოსების ვნებათაღელვა გააქრო.

კრისტენი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა გუნებადაკარგული, როდესაც ის ფანჯარაში იყურებოდა და დიანას წითელი პიჯაკი და თავზე შავი ქუდი ეხურა.

სპენსერი როლზე ორი წლის წინ დაამტკიცეს. ტომბერში ყოფნისას კრისტენმა აღიარა, რომ ნერვიულობს ახალი ფილმის გადაღებების გამო, განსაკუთრებით გვიანდელი პრინცესას აქცენტის დაუფლებაზე ღელავს. ეს აშინებს, როგორც ჯოჯოხეთიო, რადგან ხალხმა იცის ეს განსაკუთრებული და მკაფიო ხმა, “ მაგრამ ახლა ვმუშაობ და უკვე მყავს ჩემი დიალექტის მწვრთნელი”.

კრისტენმა ასევე გაამხილა, რომ ამ წელს ფილმის გადაღებამდე იგი ბევრს მუშაობდა საკუთარი თავის კვლევაზე და თქვა: ”კვლევის თვალსაზრისით, პრინცესას ბიოგრაფია მაქვს გაჟღენთილი და მალე ვამთავრებ სრულ მასალას და ეს მოხდება უფრო ადრე სანამ ნამდვილად გავაკეთებ ფილმს …“ ეს ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ისტორიაა, რომელიც ოდესმე არსებობდა და მე არ მინდა დიანას თამაში, არამედ მინდა მისი გაცნობა”. ამბობს მსახიობი.

ასევე იხილეთ, პრინცესა დიანას სხვა შემსრულებელი მსახიობები. ბრიტანელ-ავსტრალიელი მსახიობი, ნაომი უოტსი ასრულებდა პრინცესას როლს 2013 წელს გადაღებულ ფილმში “დიანა”.

ემმა კორინი ფილმში iCrown (2020)

ახალბედა ემა კორინი პრინცესა დაიანას როლში შეირჩა The Crown- ის მეოთხე სეზონში, 2019 წელს. თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ არ უნახავთ ამ როლში მსახიობი, რადგან Netflix-ს ჯერ არ გამოაუქვეყნებია შოუს შემდეგი სეზონი.

ჟენევივ ო’რეილი დიანაში: პრინცესას ბოლო დღეები. (2007)

ამ 1982 წელს გადაღებულ ამერიკულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ დრამაში მონაწილეობდნენ ქეთრინ ოქსენბერგი დიანას როლში, კრისტოფერ ბაინსი პრინც ჩარლზის როლში და ჰოლივუდის ჰონორარი ოლივია დე ჰავილენდი დედოფალ ელიზაბეტიის როლში.

 

მასალა მოამზადა თეონა ჭედიამ

წყარო: https://www.dailymail.co.uk/home/index.html