მეოთხე რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე, „ლელოს“ ოფისში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს

0
88

პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია, თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

ელჩებთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს 4 საათზე დაიწყება, მანამდე კი ოპოზიცია„ ლელოს“ ოფისში კონსულტაციებს მართავს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.