მელიას ან მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ გირაო და გამოიყვანონ – ღარიბაშვილი მელიას საქმეზე

0
70

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ნიკა მელიას საქმესაც შეეხო.

პრემიერმინისტრის თქმით, მისი პოზიცია იყო და დღესაც უცვლელია – მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და ამ გზით გაათავისუფლონ ის.

“საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო და ახლა მინდა გავიმეორო: არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას ან მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ გირაო და მანამ, სანამ განაჩენი დადგება სახეზე, ის იყოს გამოყვანილი გარეთ”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დააკავეს. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან, ამიტომ თანხას არ გადაიხდიდა.