მადლობა მათ, ვინც პოზნერს პირიდან ლუკმა გააგდებინა – ალეკო ელისაშვილი

0
479

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.

“აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა “იუჟნაია შაშლიჩნაიას”. საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოდ მაშინ არ აღიქვამდა და რუსებს მიაჩნდათ და დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ.

ამის შემდეგ “იუჟნაია შაშლიჩნაიაში”, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო. ძალიან კარგი, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. ის არ არის ჩვეულებრივი რიგით რუსი, ეს არის ძალიან გავლენიანი ადამიანი რუსეთში. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ თან შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს სახწლმწიფოს და თან ვითომც არაფერი,ჩამოვიდნენ,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.