კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა

0
72

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული.

რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში – სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს დეტალური ინფორმაციის მიიღება სწორედ ComCom დაიჯესტით შეუძლიათ.

ნოემბრის ComCom დაიჯესტის დახმარებით მომხმარებლებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, სად და როგორ შეუძლიათ იპოვონ უახლოესი ოპერატორი, რომელიც მათ ინტერნეტ მომსახურებას გაუწევს. ComCom დაიჯესტის დახმარებით მომხმარებელი, ასევე, მიიღებს ინსტრუქციას, როგორ უნდა შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე და როგორ მოიქცეს, როდესაც სატელეკომუნიკაციო სერვისებთან დაკავშირებით მათი უფლებები ირღვევა.

ComCom დაიჯესტის ნოემბრის შეჯამებაში, ასევე თავმოყრილია მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შესახებ ინფორმაცია, რითაც დაინტერესებულ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობას აძლევს კომუნიკაციების კომისია კონკურსში მონაწილე ბაკალავრიატის სტუდენტებს.

ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი იხილეთ სრულად.