კოვიდ-19 განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა – გიორგი ფხაკაძე

0
147

ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირებასა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, იმ ბავშვებს, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, ვირუსი მძიმედ გადააქვთ.

რაც შეეხება კოვიდვაქცინაციას, პროფესორ ფხაკაძის თქმით, ჯერჯერობით, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი პატარები არიან ისეთივე საფრთხის ქვეშ როგორც ზრდასულები. თავდაპირველად ბევრი რაღაც არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და არ ვიცოდით რა იქნებოდა ბავშვებთან მიმართებაში.

არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია თუ მოზარდი, ამ ვირუსს ახასიათებს, იგივე პრობლემებია. საუბარია სუნთქვაზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე და ა.შ. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით არ არის კვლევა ამის შესახებ.

ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ფხაკაძემ.