კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში, 90 იმერეთში, 44 კი სამაგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

0
65

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 28, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 309, აჭარაში – 199, იმერეთში – 506.

ამ დროისთვის საქართველოში 258 111 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 249 028, ხოლო 3 178 პაციენტი გარდაიცვალა.