ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს, პასუხს აგებენ – მაიკ პომპეო „როსნეფტისთვის“ დაწესებულ სანქციებზე

0
386

ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს, პასუხს აგებენ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიისთვის სანქციების დაწესებას. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გააკეთა.

„დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსულ ნავთობკომპანია Rosneft Trading S.A.-ს, რითაც გავწყვიტეთ მადუროს მთავარი მშველი თოკი, რომლითაც ვენესუელას ნავთობის სექტორზე დაწესებულ სანქციებს თავს არიდებდა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს და ვენესუელელი ხალხის დევნას შესაძლებელს ხდიან, პასუხს აგებენ“, – დაწერა პომპეომ.