იმ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ჩინეთის მხრიდან უსასყიდლოდ გადაეცემა – ეკატერინე ტიკარაძე

0
55

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იმ ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველო ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღებს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 16200 მოქალაქეა ვაქცინირებული, ხოლო 19000 ადამიანს ჯავშანი აქვს გაკეთებული.

„ის ვაქცინა, რომელიც საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა მისი ავტორიზაციის პროცესი ასევე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე მისი დაყოვნება შედარებით ხანგრძლივი შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია საბჭოს მხრიდან.

ამ ეტაპისთვის აქტივობა ნამდვილად არის გაზრდილი, დღესდღეობით გვაქვს მაჩვენებელი, რომ დღის ჭრილში 1000-1200 მოქალაქე მიმართავს ვაქცინაციის პროცესს და ამ მომენტისთვის 16200 მოქალაქეა ვაქცინირებული, 19000 ჯავშანი გვაქვს. გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ვცრით რიკსჯგუფებს, შესაძლებელია დაემატოს ქრონიკული დაავადებების ჯგუფი“, – აღნიშნა ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.