იდუმალი მკვლელობა ფერმაში – მკვლელმა მთელი ოჯახი ამოხოცა და ცხედრებთან ერთად რამდენიმე დღე ცხოვრობდა

0
127

1922 წლის 4 აპრილს, ბავარიის ერთ-ერთი მყუდრო დასახლების ფერმაში, იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ცხედრები იპოვეს: ფერმის მეპატრონე და მისი ცოლი, მათი ქალიშვილები და პატარა შვილიშვილი, და ასევე, მოსამსახურე, რომელიც მათთან სამუშაოდ ახალი მისული იყო.

გრუბერების ოჯახზე ცუდი ხმები დადიოდა, მაგრამ სოფელში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მათ ასე სასტიკად გაუსწორდებოდა.

ნაპოვნი მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობა იმაზე უფრო საშინელი ცანდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა – გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელი მკვლელობის შემდეგაც ფერმაში დარჩა რამდენიმე დღით, ხოლო მკვლელობამდე კი თვეობით ცხოვრობდა სხვენში და ოჯახს იქედან უთვალთვალებდა.

გრუბერებს სოფელში ყველა იცნობდა. მათი ოჯახი მდიდარი იყო, მაგრამ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ოჯახის მამა, ანდრეას გრუბერი, სასტიკი და უხეში ადამიანი იყო, ამიტომ მოსამსახურეები ფერმაში დიდხანს არ უჩერდებოდნან. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო და ფული ყველას უნდოდა, ცოტა თუ თანხმდებოდა ანდრეასის მკაცრი ხასიათის ატანაზე.

ფერმის მმართველი ადრე ცეცილია გრუბერი იყო, ანდრეასის ცოლი, რომელსაც ეს ფერმა პირველი ქმრისგან დარჩა. პირველი ქმრისგან მას ასევე დარჩა 2 ბავშვი: მარტინი და ცეცილია. მალე წყვილს შეეძინა ქალიშვილი ვიქტორია. ის ერთადერთი ბავშვი იყო, რომელმაც ზარდასრულ ასაკს მიაღწია, დანარჩენი ბავშვები არასათანადო მოვლისგან გარდაიცვალნენ.

ვიქტორია ცეცილია-უმცროსთან ერთად იზრდებოდა. ის წყნარი გოგონა იყო, მღეროდა საეკლესიო გუნდში. ანდრეასი გოგონებს დასცინოდა, ხოლო როდესაც ვიქტორია 16 წლისა გახდა, აიძულა მასთან ურთიერთობა დაეჭირა. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, იმიტომ რომ ოჯახი კარჩაკეტილად  ცხოვრობა, ხოლო ადგილობრივებს არ უყვარდათ სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა.

ცეცილია-უმცროსი გათხოვდა და ოჯახიდან წავიდა. 27 წლის ასაკში ვიქტორიამაც იპოვა ქმარი  – კარლ გაბრიელი. როგორც ხმები დადიოდა, კარლი გოგოზე მიწის ნაკვეთის გამო დაქორწინდა, მაგრამ როგორც კი ცოლსა და სიმამრს შორის ინცესტური ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ყველაფერი მიატოვა და ომში წავიდა. ერთი თვის შემდეგ ვიქტორიას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ცეცილია დაარქვა.

ბოლოს და ბოლოს ვიქტორიამ ვეღარ გაძლო და ერთ-ერთ აღსარებაზე ინცესტის შესახებ გაამხილა. გრუბერი 1 წლით კატორღაში გაამწესეს, ხოლო გოგო 1 თვით ციხეში. როცა ანდრეასი კატორღიდან დაბრუნდა, ყველაფერი განახლდა.

ერთხელად ვიქტორია მათ მეზობელ, ლორენც შლიტტენბაუერს მოეწონა – მას ცოლი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ის რამდენჯერმე ვიქტორიასთან სექსით დაკავდა და გადაწყვიტა, რომ გოგო ცოლადაც მოეყვანა – რატომაც არა, ფერმაში ხომ დიასახლისი სჭირდებოდა. ანდრეასი წინააღმდეგი იყო ქალიშვილი მისთვის ცოლად გაეყოლებია, მაგრამ როცა გაირკვა რომ ვიქტორია ფეხმძიმედ იყო, ლორენცი დაიყოლია ბავშვი შვილად ეღიარებინა, თუმცა ვიქტორია ცოლად მაინც არ გაატანა. ასე რომ, ლორენცი იძულებული იყო ბავშვისთვის სრულწლოვანობამდე ალიმენტი ეხადა, თან ისე, რომ დარწმუნებული არც იყო ბავშვი ნამდვილად მისი იყო თუ არა.

ახალშობილს იოსეფი დაარქვეს. სამწუხაროდ, ის ჯანმრთელი არ იყო, ძნელად იზრდებოდა და ხშირად ავადმყოფობდა. ეს ყველასთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ბავშვი სისხლის აღრევის გზით დაიბადა და ის ვიქტორიას და მისი მამის შვილი იყო.

კვალი და მოჩვენება

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვიქტორია შფოთვამ შეიპყრო. ის ამბობდა, რომ ფერმას ვიღაც უთვალთვალებდა. იმეორებდა, რომ ხედავდა მამაკაცის სილუეტს, მაგრამ ვერ ცნობდა ვინ იყო. ანდრეასიც ამჩვევდა მთელ რიგ უცნაურობებს: სახლის ირგვლივ ნაკვალევი, ხმაური სხვენში ( თუმცა, როდესაც იქ ადიოდა შესამოწმებლად, ვერავის პოულობდა), ჩირაღდნის ციმციმს… ერთხელ მან სახლში იპოვა გაზეთი, რომელიც ოჯახის არცერთ წევრს არ ეკუთვნოდა. გარდა ამისა, კაცს გასაღებიც დაეკარგა.

31 მარტს, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ფერმაში მოვიდა მოსამსახურე მარია. წინა მოსამსახურე, სწორედ იმის გამო წავიდა, რომ სახლში „მოჩვენება“ ცხოვრობდა.

მკვლელობა

რამდენიმე დღის განმავლობაში გრუბერებისგან არაფერი ისმოდა, მაგრამ ფერმაში სიცოცხლე სჩქეფდა: საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, ისმოდა ხმები, ეზოში ვიღაც დადიოდა… მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანმა, რომელთანაც ანდრეას შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, სახლში შეღწევა ვერ მოახერხეს, გრუბერების მეზობელმა ლორენცმა პოლიცია გამოიძახა.

ექვსივე ცხედარი იპოვეს სახლში, სადაც იდეალური წესრიგი სუფევდა. პატარა იოსეფი აკვანში იწვა მოკლული, მარია – თავის საწოლში, დანარჩენები ერთად იყვნენ შეკრულები და ეტყობოდათ რომ რამდდენიმე დღის გარდაცვლილები იყვნენ. ექვსივე მათგანი ერთი მეთოდით იყვნენ დახოცილები – თავში თოხის ჩარტყმით. ამსთანავე, სახლიდან არ იყო წაღებული ძვირფასი ნივთები და ფული, რომელიც ფერმაში საკმაოდ ბევრი იყო.

მაძებარმა ძაღლებმა დამნაშავის კვალი აიღეს, თუმცა ეს კვალი ტყის პირას დაიკარგა.

პოლიციამ ათობით ეჭვმიტანილი დაკითხა, მთავარი ეჭვმიტანილები იყვბენ: მეზობელი ფერმის მეპატრონე ლორენცი, რომელიც, როგორც გახსოვთ, ვიქტორიაზე დაქორწინებას აპირებდა, ვიქტორიას ყოფილი ქმარი, რომელიც ომში გარდაცვლილად ითვლებოდა, მაგრამ შესაძლოა ცოცხალიც ყოფილიყო.

საბოლოო ჯამში, ეს უცნაური მკვლელობა გაუხსნელი დარჩა, მაგრამ ანდრეას გრუბერის არასწორი ცხოვრების წესიდან და სასტიკი ხასიათიდან გამომდინარე, მისი ასეთი ბოლო არავის გაკვირვებია. უბრალოდ, უცნაურია, როგორ მოახერხეს მთელი ოჯახის ასე ამოხოცვა, რომ არავის არაფერი შეუნიშნავს, მითუმეტეს, რომ როგორც მოგახსენეთ, მკვლელი (ან მკვლელები) რამდენიმე დღის განმავლობაში მოკლულებთან ერთად ცხოვრობდა.

 

www.cosmo.ru