თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

0
137

ქართველი მომღერალი, თემურ წიკლაური, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა, მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

მისი მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუარესებულია. ამის შესახებ მისი შვილი Facebook-ზე წერს.

„ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის – კარგ ცნობას, თუმცა, ამ წუთისთვის, ჯერჯერობით, კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად მსოფლიოში, ამ ვირუსის გამო, როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი ოჯახისა და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და Facebook-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც თავი შევიკავოთ. ასეთ დროს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება. პირადად მე გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა – სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის“ – წერს ქეთი წიკლაური.