თბილისში, “გლოვოს” თანამშრომლები გაიფიცნენ

0
103

თბილისში, საკურიერო კომპანია “გლოვოს” კურიერების ნაწილი გაიფიცა. გაფიცული თანამშრომლები, ცინცაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ისინი ტარიფების გაზრდასა და ბონუს სისტემის შეცვლას ითხოვენ.

გაფიცული თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ამ დროისათვის ოფისში, შიდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.