ვლადიმერ ბოჟაძე – ,,პროდასავლურმა” ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა

0
78

,,პროდასავლურმა” ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, – ასე აფასებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე პარლამენტის შესასვლელებთან დღეს დილიდან მიმდინარე ოპოზიციის აქციებს.

„გუშინ შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართა პოლიტიკური დიალოგი, ჩაისახა დეესკალაცისა და სიტუაციის დარეგულირების იმედი, თუმცა ,,პროდასავლურმა” ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, ყველას ვისაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება უნდა, იმ რეალური პრობლემების მოგვარება რაც ჩვენს ხალხს ასე ძალიან აწუხებს. გააგრძელეთ დესტრუქცია და კარავში ჯდომა, რასაც მოიგებთ თქვენს გაქცეულ პრეზიდენტს გაუყავით კიევში, კოსაჩოვს ებარებოდეთ!“ – წერს ექსპერტი ფეისბუქის პირად გვერდზე.