ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე მე ვერ ვისაუბრებ – გიგა ბოკერია

0
390

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ სახლში შეხვდა, სადაც ექსპრემიერთან აუდიენციისთვის ოპოზიციის ლიდერები მიდიან.

„ვანო მერაბიშვილი, რომელიც სამარტოო საკანში იჯდა 7 წელი, არის ჩვენი დიდი მეგობარი. ის იყო პოლიტპატიმარი. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ ზის ციხეში. ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოთი და დევნა არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, ხელისუფლებას პოლიტიკურად ვინ აწუხებს და ვინ არა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.