“ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის პროსპექტს რეცხავენ” – რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე

0
3547
სომხეთში უწესრიგობა და ქაოსი მეფობს, ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა…
სტატიაში, რომელიც სომხეთის გაზეთში “გოლოს არმენიი” 21 აპრილს გამოქვეყნდა, ერთმანეთთანაა შედარებული სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას ბრძოლის ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ.
“საქართველოში ბუნებრივი გაზის 700 ათასი და ელექტრონერგიის 1,2 მომხმარებელი სახელმწიფოსაგან კომპენსაციას მიიღებს, ამ დროს კი ნიკოლის “ფეიკოსნები” ქართველებს დასცინოდნენ – შეხედეთ, თბილისში რუსთაველის გამზირს რეცხავენო, იმას კი ვერ ხედავენ, რომ ერევნის ქუჩები ნაგავში იძირება. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სამუშაო კორონავირუსის გამო დაკარგეს, მთავრობისაგან ექვსი თვის განმავლობაში დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ფულადი კომპენსაცია სასიცოცხლო მინიმუმზე მეტი იქნებაო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სომხეთზე და რეგიონის ქვეყნებზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდა, მაინც რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა და 10 დღის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის

მსხვილ ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა, მოქალაქეებს ნიღბების გაკეთება დაავალდებულა და მაღალი ჯარიმები დააწესა, სომხეთის მოქალაქეები კი ტელეეკრანებზე ყოველდღიურად ხედავენ უნიღბო მინისტრებს და დეპუტატებს.

საქართველოში შიდა კომუნიკაციები იმ დროს შეწყვიტეს, როცა დაავადებულთა რაოდენობა 400-ს მიუახლოვდა, გარდაცვლილი კი ოთხამდე იყო. სომხეთში კი – როცა ქვეყანაში 1039 დაავადებული და 14 გარდაცვლილი იყო. სომხეთისაგან განსხვავებით, სადაც მთავრობას პირველი მოხმარების საგნებისა და სურსათის ფასების მატებაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ფასები ცხრა დასახელების სურსათზე – ბრინჯზე, მაკარონის პროდუქციაზე, მცენარეულ ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე.