ეპიდემიოლოგი მეგობარ გოგონასთან შეხვედრის გამო მთავრობის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს

0
329

ნილ ფერგიუსონი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის „კოვიდ-19“-ის შეკავების თაობაზე მრჩეველთა ჯგუფის წევრი იყო, თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ მისივე შეთავაზებული სოციალური დისტანცირების წესები თავად დაარღვია და საიდუმლოდ თავის მეგობარ გოგონას შეხვდა.

ინფორმაციას „დეილი ტელეგრაფი“ ავრცელებს.

ფერგიუსონი „კოვიდ-19“-სგან ახლახანს გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ნილ ფერგიუსონი ლონდონის იმპერიულ კოლეჯში მოღვაწეობს.

მარტის შუა რიცხვებში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ შემზღუდველი ზომების გარეშე ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ს შესაძლო,  250 000-510 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლოს.

„მე ვნანობ ყველა იმ საქციელს რომლითაც დავარღვიე მკაფიო მოწოდება სოციალური დისტანცირების შესახებ“, – განაცხადა ნილ ფერგიუსომმა „დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას.