ევროკავშირის მარეგულირებელმა უწყებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

0
90

ევროკავშირის მარეგულირებელმა უწყებამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცლებს.

ბრიტანულ-შვედური კომპანიის ვაქცინის გამოყენება 18 წლიდან დაშვებული იქნება. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ევროკავშირისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ შორის დავის ფონზე მიიღო.

„ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ქარხანაში პრობლემები შეიქმნა, რის გამოც ევროკავშირის მიერ წინასწარ შეკვეთილი ვაქცინების დროულად მიწოდება ვერ ხერხდება. ამის გამო ევროკომისიაში უკმაყოფილება გამოთქვეს და „ასტრაზენეკასთან“ გაფორმებული კონტრაქტი გაასაჯაროვეს. როგორც ბირიუსელში აცხადებენ, „ასტრაზენეკა“ ვალდებულია, ვაქცინები გაწერილ ვადაში ევროკავშირს გადასცეს.