დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! – გია აბაშიძე

0
6309

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, ზუგდიდის მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგების აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს – ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?..“ – წერს გია აბაშიძე.