დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

0
74

​საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

შეხვედრის შემდეგ მინისტრები მედიისთვის, ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის მაღალი დონის შეხვედრები თურქეთის ხელმძღვანელ პირებთან.