ბათუმში, ანგისის დასახლებაში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა. 35 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.