ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა

0
112

ბათუმში კორონავირუსით მეათე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა ჰქონდა. ის თბილისში, კლინიკაში 28 იანვარს გარდაიცვალა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.