ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

0
127

ბათუმში, ახალ ბულვარში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესიტვალი მოხალისეებთან შეხვედრით გაიხსნა.

შეკრებილ ახალგაზრდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ და წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ სიტყვით მიმართეს.

შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეული საერთაშრისო აღიარება და ხაზი გაესვა მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშნელობას ახალი კორონა ვირუსის პრევენციისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

მოხალისეები შეხვედრის დასრულებისთანავე ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ და ახალგაზრდული ფესტივალის რეგულაციების მიხედვით გამართვისათვის საჭირო რეკომენდაციებს ავრცელებდნენ.

ფესტივალზე შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთავლიერებინათ და შეეძინათ ხელნაკეთი ნივთები, მოესმინათ ყველასათვის საყვარელი ლაივბენდები და მონაწილეობა მიეღოთ ლათინური ცეკვების მასტერკლასებში. ღონისძების მხიარული განწყობის შემქნაზე ოჩოფეხებით მოსიარულე მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ. ახალგაზრდებისთვის მოეწყო გათამაშებები და გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ!